ხშირად დასმული კითხვები
პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე ფესტივალის შესახებ
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ART-კოლხი" დაფუძნდა 2013 წელს ზუგდიდში. ფესტივალი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს კულტურულ გაცვლასა და ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას.
ფესტივალი ჩატარდება 2026 წლის 25–30 ივნისს, ზუგდიდსა და ანაკლიაში. პროგრამა მოიცავს აღლუმს, კონცერტებს, კონკურსს და გალა კონცერტს.
ფესტივალში მონაწილეობის უფლება აქვს ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის წარმომადგენელს — ვოკალისტს, მოცეკვავეს, ინსტრუმენტალისტს, თეატრალურ ჯგუფს, ფოლკლორულ ანსამბლს და სხვ. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
რეგისტრაცია შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე artkolkhi.com ან ელ-ფოსტაზე centriodishi@gmail.com მასალების გამოგზავნით. მონაწილეობის მსურველებმა მასალა 30 დღით ადრე უნდა გამოაგზავნონ.
საჭიროა: 1) ინფორმაცია მონაწილე ანსამბლის, ჯგუფის ან ინდივიდუალური შემსრულებლის შესახებ მონაწილეთა რიცხობრივი განსაზღვრით; 2) რეპერტუარი ქრონომეტრაჟის მითითებით; 3) ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი.
ფესტივალს დანიშნული აქვს: გრან-პრი, I-II-III ადგილი, ნომინაციები, ლაურეატის წოდება, დიპლომები და სპეციალური პრიზები. ჯილდოები გადაეცემათ გამარჯვებულებს გალა კონცერტზე ანაკლიაში.
ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ მონაწილეები ლიტვიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, კოლუმბიიდან, ბელარუსიიდან, ლატვიიდან და რუმინეთიდან.
პროგრამა მოიცავს 6 დღეს: სტუმრების მიღება, აღლუმი ცენტრალურ ბულვარზე, ფესტივალის გახსნა დადიანების სასახლის ტერიტორიაზე, მიღება მერიაში, კონკურსი, ექსკურსია და გალა კონცერტი ანაკლიაში.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე centriodishi@gmail.com, ფესტივალის დირექტორი — ნინო მამფორია, სამხატვრო ხელმძღვანელი — რომეო ბულია, ორგანიზაციული კომიტეტის მენეჯერი — დიანა მესხია.
ფესტივალი მოიცავს: ვოკალს, ცეკვას, ინსტრუმენტულ მუსიკას, თეატრს, ფოლკლორს, ვიზუალურ ხელოვნებას, ფოტოგრაფიას და სხვა შემოქმედებით ჟანრებს.