ფესტივალის შესახებ
საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „ART-კოლხი" დაფუძნდა 2013 წელს. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსია, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა და წარდგენა საზოგადოების წინაშე. ფესტივალი ასევე მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებას საქართველოში. ამ პროექტის განხორციელებით, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების კულტურული ღირებულებები და გაამყარონ მეგობრული ურთიერთობები.
ფესტივალის პირობები
ფესტივალ "ART- კოლხში" მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის წარმომადგენელს.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა 30 დღით ადრე უნდა გამოაგზავნონ მასალა შემდეგ მისამართზე
ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე ანსამბლის, ჯგუფის, ინდივიდუალური შემსრულებლის შესახებ მონაწილეთა რიცხობრივი განსაზღვრით
რეპერტუარი ქრონომეტრაჟის მითითებით
ფესტივალს დაწესებული აქვს:
გალერეა
123 ფოტო · 3 ვიდეო
25–30 ივნისი, 2026 · ზუგდიდი · ანაკლია
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პარტნიორები
ფესტივალის საიმფორმაციო მხარდამჭერები და პარტნიორები