XIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი

ფესტივალის დებულება

„ART – KOLKHI"
25–30 ივნისი, 2026 საქართველო — ზუგდიდი, ანაკლია
ზუგდიდის ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი „ოდიში"

ფესტივალის აღწერა

ნებისმიერი ქვეყანა მდიდარია თავისი ტრადიციებით, მაღალი კულტურით, რაც გამოხატულებას პოულობს ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ფესტივალ „არტ-კოლხში" მონაწილეობით თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი ქვეყნის სიბრძნე და კულტურა. ფესტივალის ძირითადი იდეაა დავამეგობროთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, გაეცნონ კულტურულ ღირებულებებს და შეძლონ შემდგომ ურთიერთთანამშრომლობა.

ფესტივალის მიზანი და ამოცანები

  • ნაციონალური კულტურის, ხელოვნების წარმოჩენა საზღვრებს გარეთ
  • ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერება კულტურისა და ხელოვნების გზით
  • შემოქმედებითი კავშირების დამკვიდრება, საშემსრულებლო ხარისხის ამაღლება და ახალი შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის მოძიება

ფესტივალის პირობები

საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე მონაწილეობის უფლება აქვს ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენლებს (ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ჯგუფებს, ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და ა.შ.).

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც საკონკურსო, ასევე საფესტივალო ნაწილში. საკონკურსო ნომრები შეფასდება ჟიურის მიერ, ხოლო საფესტივალო ნომრებს ექნება მხოლოდ სანახაობრივი დატვირთვა (გაიცემა დიპლომები და პრიზები).

ასაკობრივი კატეგორია

I ა ჯგუფი — 7 წლამდე
I ჯგუფი — 7 წლიდან 10 წლამდე
II ჯგუფი — 11-დან 14 წლამდე
III ჯგუფი — 15 წლიდან 18 წლამდე
IV ჯგუფი — 19 წლის ზევით

ფინანსური მხარე

ფესტივალი არის თვითდაფინანსებაზე. მონაწილე თავად უზრუნველყოფს ფესტივალის ფარგლებში მგზავრობას და საჭიროების შემთხვევაში ცხოვრების ხარჯებს.

ფესტივალი უზრუნველყოფს

  • უცხოელი სტუმრების დახვედრას აეროპორტში და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას
  • წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია საექსკურსიო ღონისძიებით მომსახურება

კონკურს-ფესტივალის ჯილდოები

დაწესებულია: გრან-პრი, I-II-III ადგილი, ნომინაციები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. კონკურს-ფესტივალს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური.

სავარაუდო პროგრამა

25 ივნისი
სტუმრების მიღება
26 ივნისი
16:00 — აღლუმი (ცენტრალური ბულვარი, ზუგდიდი) · 17:00 — ფესტივალის გახსნა (დადიანების სასახლე)
27 ივნისი
11:00 — სტუმრების მიღება ზუგდიდის მერიაში · 12:00 — კონკურსი და კონცერტი
28 ივნისი
დაჯილდოვება და გალა კონცერტი · 14:00 (I ნაწილი) · 20:00 (II ნაწილი) — ანაკლია, Palm Beach
29 ივნისი
თავისუფალი დღე — ექსკურსია
30 ივნისი
სტუმრების გამგზავრება