ART KOLKHI
ART KOLKHI
ART KOLKHI
ART KOLKHI
ART KOLKHI
ART KOLKHI
ART KOLKHI
ART KOLKHI
2011 წლიდან

ფესტივალის შესახებ

საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „ART-კოლხი" დაფუძნდა 2013 წელს. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსია, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა და წარდგენა საზოგადოების წინაშე. ფესტივალი ასევე მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებას საქართველოში. ამ პროექტის განხორციელებით, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების კულტურული ღირებულებები და გაამყარონ მეგობრული ურთიერთობები.

15+
მონაწილე ქვეყანა
15
წელი ისტორია
2500+
ხელოვანი

ფესტივალის პირობები

ფესტივალ "ART- კოლხში" მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის წარმომადგენელს.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა 30 დღით ადრე უნდა გამოაგზავნონ მასალა შემდეგ მისამართზე

1

ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე ანსამბლის, ჯგუფის, ინდივიდუალური შემსრულებლის შესახებ მონაწილეთა რიცხობრივი განსაზღვრით

2

რეპერტუარი ქრონომეტრაჟის მითითებით

ფესტივალს დაწესებული აქვს:

გრან-პრი, I-II- III ადგილი,
ნომინაციები,
დიპლომები და სპეციალური პრიზები.
რეგისტრაცია
LIVE

პირდაპირი ტრანსლაცია & პროგრამა

უყურეთ ფესტივალს ონლაინ და გაეცანით პროგრამას

უყურეთ ფესტივალს ლაივში

26 ივნისი · 17:00 · პირდაპირი ტრანსლაცია

ფესტივალის პროგრამა

16:00
საზეიმო მსვლელობა
26 ივნისი · ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, ზუგდიდი
17:00
კონცერტი
26 ივნისი · დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ზუგდიდი
13:00
კონკურსის დღე
27 ივნისი · ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზი, ზუგდიდი
პროგრამის ნახვა →

25–30 ივნისი, 2026 · ზუგდიდი · ანაკლია

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

პარტნიორები

ფესტივალის საიმფორმაციო მხარდამჭერები და პარტნიორები